ჩვენს შესახებ
სარიტუალო მომსახურება "სპეც ბიურო"
“სპეცბიურო” გთავაზობთ სარიტუალო მომსახურების სრულ სპექტრს თბილისში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, დაკრძალვის ორგანიზება გავხადოთ მაქსიმალურად მარტივი და ღირსეული ოჯახებისთვის, ვინც უმძიმეს დროს დახმარებას საჭიროებს.
ჩვენს გუნდს ესმის, რამდენად რთულია ახლობლის დაკარგვა, ამიტომ ვთავაზობთ სარიტუალო მომსახურებას, რომელიც მოიცავს ყველაფერს – ნეშტის გამოყვანას, დაკრძალვის ცერემონიის ორგანიზებას, საპანაშვიდე დარბაზის მომზადებას, საფლავის მოწყობასა და სურვილის შემთხვევაში კრემაციასაც. თითოეული ნაბიჯი სრულდება მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, რათა ოჯახს მივცეთ დრო, ღირსეულად დაემშვიდობოს საყვარელ ადამიანს.
